რჩევები და კრიტიკა ბლოგერებს
ამ პოსტის ვიდეო ვერსია იხილეთ ყვავას ბლოგზე. ძირითადად პოსტი შეეხება იმას, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ რეგულარული მკითხველები და რა უშლის ბლოგს ხელს იმაში, რომ იყოს მუდმივად აქტიურად მონახულებადი. იდეაში ეს პოსტი ბევრ ბლოგერს დააინტერესებს, რამდენადაც ბევრი ქართული ბლოგისთვის ნაცნობი და გასათვალისწინებელია ეს პოსტი.

პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს წერის სტილს. ნუ იდეაში ამას ვერ ასწავლი ადამიანს, მაგრამ გასათვალიწინებელია. წერე გარკვევით და ადვილად წასაკითხად. პოსტი გამართე სტილისტურად და გრამატიკულად. მოკლედ, გახადე ის სასიამოვნო წასაკითხ მასალად. მაგალითისთვის, შეიძლება შენ წერდე ძალიან საინტერესო თემაზე, მაგრამ შენი ნაწერი მძიმე წასაკითხი იყოს. მაშინ, როდესაც შენი მეზობელი შეიძლება წერდეს ისეთ თემაზე, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ ძალიან საინტერესოდ და კარგად წასაკითხად. ლოგიკურად ავდგები და შენი მეზობლის ბლოგის სისტემატური მნახველი გავხდები, როდესაც შენი ბლოგი შეიძლება დროთა განმავლობაში ბლოგროლიდანაც კი ამოვშალო (ჯასთ ქიდინგ)
თან ჯობია პოსტი იყოს მოკლე და გასაგებად იყოს მასში იდეა ჩამოყალიბებული, ვიდრე უკიდეგანოდ გაწელილი და ისეთი ინფორმაციით გატენილი, რომელიც არავის აინტერესებს. ასეთი გაწელილი პოსტები თუ ბევრი გექნება, შესაბამისად მკითხველი არ შემოვა, უბრალოდ კითხვა დაეზარება და იმიტომ. მოკლედ, გრძელი სიტყა მოკლედ ითქმისო, დრო გაძვირდა და გრძელი პოსტის კითხვას კიდევ ბევრი დრო უნდა )))
ეცადე პოსტის მთავარი აზრი ჩაატიო სათაურშივე. ანუ თუ წერ საჭმელზე, პოსტის სათაურად გააკეთე საჭმელი და არა ”…” და მსგავსი სათაურები ბევრ ბლოგზე გვხვდება.მკითხველს ყოველთვის აინტერესებს, რას უნდა ელოდეს პოსტში და კარგი იქნება, თუ ამას სათაურიდან შეიტყობს )))
ყურადღება მიაქციე პოსტის თემას. თემატური ბლოგები დიდ იშვიათობას წარმოადგენს ქართულ ბლოგოსფეროში (კარგი იქნება თუ აითვისებთ ამ სფეროს), შესაბამისად ბლოგების უმრავლესობა პირადი ხასიათისაა. რაც იმას ნიშნავს, რომ 80% ემო ბლოგია. ამ ბლოგებზე ვიღაცა სულ ტირის, რაღაცას განიცდის და ა.შ. და ამის კითხვა ლოგიკურად მაინცდამაინც ბევრს არ უნდება. თან მსგავსი ემო ბლოგების სიმრავლე ცვლის წარმოდგენას ბლოგების შესახებ. ”ა, ბლოგი? ვიღაცეები რომ დღიურებში ტირიან ის ხო?” ნუ შეუწყობ ხელს მსგავსი წარმოდგენების ჩამოყალიბებას.
ასევე ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია (და ბევრი მკითხველი ტკივილი) ბლოგის დიზაინი. მუქ ფონზე ღია ფერის შრიფტი საშინელებაა. უბრალოდ მძიმე წასაკითხია და შესაბამისად კითხვის სურვილსაც მიქრობს. ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო ბლოგი არსებობს, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ არ ვიმატებ ბლოგროლში რომ მუქ ფონზე ღია ფერის ასოების კითხვა თვალებს მტკენს. წერე შავით თეთრზე. ან ყოველ შემთხვევაში, მუქი ფერით ღია ფონზე.
პოსტვის სიხშირე არის ასევე მტკივნეული თემა. ეცადე პოსტო რეგულარულად. არაა აუცილებელი პოსტო ყოველ დღე. თუ გინდა ყოველ მეორე დღეს პოსტე, ან კვირაში ერთხელ, მარა ისე ქენი, რომ მკითხველმა იცოდეს როდის უნდა ელოდეს შენგან პოსტს. ანუ ტუ ამ კვირაში ყოველ დღე პოსტავ, იქით კვირაში მარტო ერტ პოსტს გააკეთებ და იმის იქით კიდევ დღეგამოშვებით დაწერ, მკითხველების რაოდენობა შეგიმცირდება. მკითხველებს უყვართ, როცა იციან რას უნდა ელოდონ (ანუ როდის ან რა სიხშირით ელოდონ შენგან პოსტებს)
ნუ ძირითადად ესაა, იმედია არაფერი გამომრჩა )))

უპ..ჯანსაღი კრიტიკა, სიჯანსაღის დედააო თუ როგორც არი :)))
ხოდა მე მაინც ჩემს უმთავრეს აზრზე ვარ, რომ წერის სტილი უპირველეს ყოვლისა : )
ვიგოდებ :დ
ხო, იგოდე, სხვა რა გზაა
წერის სტილი რომც კარგი ქონდეს კაცს, შავზე თეთრით თუ დაწერს კაციშვილი არ წაიკითხავს მაინც )))
ტან შტო მარტო სტილიც არ არის, მაგრამ ვაღიარებ, მთავარია )))
დიზაინიც თავისთავად..მე ნორმალურ დიზაინზე მეზარება კითხვა და ახლა თეთრით შავზე წავიკითხავ ზუსტად რა.. უჰ ..
იქაც დავწერე და აქაც ვიტყვი, რომ მართალია ეს ხალხი.
ვმუშაობ პროგრესზე.
რავი მე წერის სტილს მიქებენ … ოსკარიც მაქვს აღებული ))) ..
ისე წერის სიხშირე ჩემი ტკვილია, როდის ამიდგება (იზვინიწე ზა ვირაჟენია) მაშინ ვწერ ხოლმე ;(
P.S. კსტაწი შენ ბლოგროლში არ მყავდი, ეს პრობლემაც მოგვარებულია :) …
არც მე მყავდი თურმე და ახლავე ჩაგამატებ ბლგროლში და გუგლ რიდერითაც დაგეხვოსტები ;)
ერთი-ორი პოსტი მაქვს რომლებიც ცარიელი მოთქმაა და მეტი არაფერი.
დღეს დავწერე დილას რაღაც მაზალო პოსტი,სახლში რომ მოვედი გადავიკითხე ,გული გამისკდა და სასწრაფოდ წავშალე:)
ნუ ეგეთები ათასში ერთი ყველას გამოერევა, ეტა ნე სტრაშნა
მე ერთი პერიოდი იმდენი გრუზი პოსტები მქონდა, ყვავამ გააპროტესტა აღარ გვინდა ეს საჭმელი და ქალებიო და იმის მერე აღარ ვპოსტავ საჭმელზე და ქალებზე :გივი:
აი ისეთი პონტია რა,შიგნიდან რაღაც რომ გაწუხებს და აღარ იცი სად თქვა,როგორ გამოხატო.
მერე გახსენდება შენი ბუნაგი და იმ მომენტში გკიდია,ლიჟბი დაწერო.
მაგრამ როცა გადაგივლის და გადაიკითხავ-ოოო ბლიად! ხვდები,რომ უნდა წაშალო:)
კაკრაზ მაგას ვამბობდი, რომ თუ წერის სტილი გივარგა ისე იგოდებ [:დ], რომ სიამოვნებით წაიკითხავს ყველა.. წუწუნსაც უნდა ტრაკი..
წერის სტილი ყველაზე მთავარია, მაგრამ მთავარია რაზე წერს, შეიძლება ღმერთივით წერდეს, მაგრამ უინტერესო რაღაცებზე. ემო და მტირალა პოსტები მეც მაწუხებს, შეიძლება ერთხელ წამეკითხინოს, მაგრამ მერე როცა შევალ ბლოგზე და იგივე მხვდება, მაშინვე უკან გავრბივარ.
მაგრამ მთავარი რა არის, იცით? შენ მოგწონდეს, რასაც წერ და გრძნობდე, რომ საკაიფო რამეს აკეთებ. იმას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, შენს ბლოგს მილიონი პირი კითხულობს თუ მხოლოდ ერთი პიროვნება ;) if you know what I mean.
Thanks for advising :*
me bodishi magram stilistika da punqtuacia magari yleze mkidia ra :D
ნუ პიკო, ესლი ჩესნა, შენგან ცოტა არაადეკვატურია ეს პოსტი :დ
რავი, მაყბე ))
მარა მარა ვერ ვხვდები რატომ )))
ვერი გუდ! :D
ძალიან კარგი -))
აუცილებლად გავითვალისწინებ პირადადმე.. თუმცა რეგულარული პოსტვის გარდა არანაირი პრობლემა არ მქონია : )
blogroll-ში დაგამტე :) http://cocoaaa.wordpress.com შენც დამამატე თუ მოგეწონება ჩემი ბლოგი ;;)
ლოლ
ახლა უნდა დამეწერა ზუსტად, შენი ბლოგი დაგელინკათქო )))
-))