რეანიმაცია

post-59-11466856111.jpgვინც არ იცის, საქართველოში რეანიმაცია ისეთი ადგილია, სადაც წამლების საშინელი სუნი დგას და ყველა კარს დაჟანგული რკინის ხმა გაუდის. ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს გარშემო ყველაფერი ბინძურია და ხელის მოკიდებაც გეზიზღება. არადა რეანიმაციაში ხომ იდეალური სისუფთავეა. ან იდეალურთან მიახლოებული, ან იდეალურისგან იდეით ოდნავ დაშორებული. სულ ოდნავ, მეტით არა… მიდიხარ ავადმყოფის ნათესავებთან, რომლებიც უკვე ჭირისუფლებად მოიაზრებენ თავს. მიდიხარ სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის “მოსანახულებლად”. ის (რა თქმა უნდა) გათიშულია. არ რეაგირებს, არ ესმის… ვაფშეტა, ვერც კი ნახულობ, იმიტომ რომ იმ საშინელ რეანიმაციაშია (ისე, სიტყვა რეანიმაცია, თითქოს ადამიანის გაცოცხლებას გულისხმობს, არადა სასოწრმკვეთი უფროა). უნდა ანუგეშო ნათესავები. (წესით) იქ მთავარი ავადმყოფია სიკვდილის პერსპექტივით, მაგრამ ამ ხალხში არ ჩანს მომავალი მიცვალებული… ჩანს რომელიღაცა ეკლესიის მრევლი, ჭორიკნები, დედამთილზე განაწყენებული რძალი, ან just ხალხი…. და სად არის ამ ხალხში “მთავარი გმირი” ვერც ხვდები… ალბათ პაუზის დროს ნათქვამ ერთ სიტყვაში, რომელიც მისი სახელის ასოებისგან შედგება

No related posts.

Related posts brought to you by Yet Another Related Posts Plugin.

4 Comments

  • By bigcrowNo Gravatar, April 19, 2007 @ 3:10 am

    რა არის სულ ეს საჭმელები და ქალები, საჭმელები და ქალები…
    რამე მხიარულიც დაწერე, შემიწუხდა გული :უსერ:

  • By iasamaniNo Gravatar, April 19, 2007 @ 9:43 am

    ბიჭო, ჩემს ბლოღს გადახედე? :D ზნაჩეტ მთლად მიგდებული არ გყავარ, ხო იცი შენა :D

  • By bigcrowNo Gravatar, April 21, 2007 @ 6:27 pm

    აიმ ოლვეიზ ვოჩონგ იუ, მაი დიარ :)

  • By iasamaniNo Gravatar, April 26, 2007 @ 9:43 pm

    ჰაუ ყურადღებიანი მშობლებზ აი ჰევ :D

    :აქ თუქისი წარმოიდგინე:

Other Links to this Post

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a comment

WordPress Themes