16

რა საჭიროა მეგობარი?

Posted by piccolina on July 13, 2008 in Uncategorized |

მოკლედ, რაღაც მიზეზების გამო მართლა დავფიქრდი ამ საკითხზე… ანუ ხო, ვიცი რისთვისაცაა და რატომ გვაქვს მოთხოვნილება რომ გვყავდეს მეგობარი, aka ახლობელი ადამიანი, მარა რატომღაც გავრცელდა მოსაზრება (და ეს მოსაზრება მარტო ერთხელ და მარტო ერთი ადამიანისგან არ გამიგია) რომ რა საჭიროა საფორთი, შენითაც შეგიძლია ყველაფერს გაუმკლავდე, რა საჭიროა მეგობართან აბშენია, ხომ იცი რომ ის სადღაც არსებობს და ასე შემდეგ…
ჯერ არ მესმის, თუ გვერდით არ დამიდგა, როცა საფორთი დამჭირდება ვაფშე რა საჭიროა ვინმეს ერქვას მეგობარი? ანუ ეგრე ისიც ვიცი, რომ ვინმე ჟორა არსებობს სადღაც და კარგი მოგონებები მასთანაც მაკავშირებს… რა მიშლის ხელს, რომ ისიც მეგობრად ჩავთვალო? ფაქტია, რომ ვინმე ჟორა ვინმე ჟორად რჩება და ვინმე (სიტყვაზე) ჭ კიდევ ჩემი მეგობარია…
მოკლედ, არის ასეთი რაღაცა, ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს მოთხოვნილება რომ გვყავდეს ვინმე ახლობელი ადამიანი, რომელსაც რაღაცას გავუზიარებთ, გვქონდეს ადამიანების წრე (სოციუმი), რომელსაც თავს მივაკუთვნებთ… ეს ყველას ახასიათებს (ნუ… ავადმყოფებს ან ცოტა ჭკუიდან შეშლილებს თუ არ ჩავთვლით) და ამას მარტივად აფილიაციის მოთხოვნილება ქვია
ყველას უნდა ყავდეს ახლობელი ადამიანი, რომელსაც თავის აზრებს, სიხარულს ან ტკივილს გაუზიარებს და სჭირდება გარკვეული ადამიანების წრე, რომელსაც თავს მიაკუთვნებს… ოღონდ ახლა არ თქვათ არ არის ასეო :) ნუ… თუ გინდათ თქვით, მარა ჯერ თქვენს თავთან გადაამოწმეთ, რამდენად მართალია ეს და თუ მართალია, მაშინ ძალიან გამიკვირდება, როგორ კითხულობთ ამას, იმიტომ, რომ ადამიანი არ ყოფილხართ (ისევ ზემოთ ნახსენები გამონაკლისი თუ არ ბრძანდებით) :D
ანუ მაი ფოინთ იზ: რაც არ უნდა ამტკიცოს ადამიანმა, რომ ის მაგარი ტიპია, რომ მას არ სჭირდება სოციუმი ან მეგობარი, რომ თავისი რაღაცეები გაუზიაროს და რაც არ უნდა უმტკიცოს სხვებაც, რომ “შენ არ გჭირდება ჩემი საფორთი, გამოდი საფორთის მოთხოვნის ასაკიდან, არ ვიცი რა საჭიროა მეგობარი, ხომ იცი რომ სადღაც ვარსებობ, რა საჭიროა პირადად ლაპარაკი” და ა.შ. რამდენადაც არ უნდა საწყენი იყოს, ეს ტრუხა ბაზარია :)
ასე რომ, ამხანაგებო, გამოდით “მაგარი ტიპი ვარ, არავინ მჭირდება” მდგომარეობიდან, სხვა თუ არაფერი, ეგ ყველაზე მეტად არის სისუსტის მაჩვენებელი :D

p.s. საფორთის საჭიროებას ასაკი და განვითარების ეტაპი არ აქვს

ხო, იმედია ამ პოსტს რაღაცეებს არ მიაწერთ, უბრალოდ ამაზე დაწერა და ახსნა ძალიან მინდოდა

16 Comments

  • iverson says:

    eem ე.ი. ჩემი თეორიის მიხედვით, ნამდვილი მეგობარი ის კი არაა ვინც რთულ მომენტში გვერდძე დაგიდგება, არამედ ის – ვისაც შენი კარგი ამბავი შენთან ერთად უხარია.

    ანუ წიპა ეს საფორთი ადვილია რა.. და თან ვინც აკეთებს ამ საფორთს ისიც მაგარ პონტშია. წიპა აი ვიღაცას დავეხმარე გვერდში ამოვუდექი მაგარი როჟა ვარ და რაღაც.
    ხოდა აი როცა რამე კარგი შეგემთხვევა, მაშინ ბევრი “მეგობარი” ვერ გიდგება გვერდში.
    ზოგს დაჟე რაღაც აგრესიები უჩნდება შენდამი თუ დააკვირდები, რაღც არაადეკვატურად იწყებენ მოქცევას.
    რა ვიცი ეს შურის ბაზარია თუ რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია რომ ბევრი სიხარულში ვერ აგყვება. რავი..

  • piccolina says:

    @iverson არაა აუცილებელი სულ შენთან იყოს, მარა სულ არც გჭირდება საფორთი ან რამე ამბის გაზიარება :)
    ანუ რაღაცეების გაზიარება სჭირდება ხანდახან ადამიანს

  • სულით საფორთი ვარ…

  • Lilian says:

    am hem

    xo

    ara ki

    savaraudod magram

    mokled!!

    +1

  • (c) says:

    ჰო, მეგობარი რომ საჭიროა ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ მე პირადად მათთან უფრო კარგი მეგობრობა მაქვს, ვისაც ყოველდღე ვერ ვხედავ და ზედმეტად არ სურთ ჩემს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა.

  • piccolina says:

    @(c) – მეც არ ვამბობ რომ აუცილებლად ყოველ დღე უნდა ნახო ან შენს ცხოვრებაში ცხვირი ჩააყოფინო…. არავინ ჩაყოფს მამენტ ცხვირს შენს ცხოვრებაში თვითონ თუ არ ჩააყოფინე ;) ეგეც მამენტ თავის მართლებას გავს იმის გამო რომ როცა საჭიროა არ ხარიმ ადამიანის გვერდით, რომელსაც სჭირდები ან თვითონ შენს გვერდით იყო, როცა გიჭირდა

  • iverson says:

    sul SenTan iyosTqo rodisdavwere :user:

  • ომგ

    რა წესია ეს გამონაკლისობა თუ ადამიანი არ ხარ :აბა:

    :))

    ისა მე გეთანხმები… მეგობარი საჭიროა, რადგან ადამიანი კიარა სხვა არსებებიც ვერ იტევენ ემოციებს და მათი გადმოცემა უნდათ…

    მეგობრებიი
    მმმ
    მეც
    მყავს და ისინი სულიერი არსებები არ არინ :ბის:

    ადამიანი მეგობარი არ მყავს/// აი რას ვამბობ იცი? სულ რომ ყველაფერს ვუყვებოდე და უიმისოდ ნაბიჯს არ ვდგამდე და ნუ ჰო იცი როგორც :მო:

  • Erwin_Rommel says:

    პრინციპში ყველას იმისთვის არ ყავს მეგობარი რო გვერდში დაიყენოს, შეიძლება უბრალოდ ადამიანურობის შეგრძნებას მატებს ადამიანს როცა ვიღაცას მეგობარს ეძახის ;)

  • piccolina says:

    @Erwin_Rommel – sasiamovnoa sheni naxva chem blogze :)

  • Erwin_Rommel says:

    @piccolina – ხო მოვიწყინე რაც ფორუმი დახურეს და ბლოგებზე ბოდიალი დავიწყე… მომწონს სასიამოვნო წასაკითხი ბლოგი აგიწყვია

  • piccolina says:

    @Erwin_Rommel – didi madloba :) shen ar gaqvs blogi? damilinke ra
    da tu ar gaqvs sascrafod gaakete :D da mere damilinke ;)

  • Erwin_Rommel says:

    ღრმა წარსულში მქონდა მცდელობა, მაგრამ მერე შევეშვი… მემგონი ამ თვის ბოლომდე ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მექნება და რომ გავაკეთებ დაგილინკავ :D

  • Erwin_Rommel says:

    ხო მართლა ეს ავატარი არ მომწონს და შეცვლა მოსულა? :D

  • piccolina says:

    @Erwin_Rommel – მაგ ავატარებს ჩემი ბლოგი თავისით არჩევს რენდომად და სტუმრებს აწებებს :D
    ხოდა აი წორდპრესის ბლოგი რომ გექნება და იქ ავატარი რომ გექნება, მერე შენი ბლოგიდან რომ შემოხვალ და დაპოსტავ შენი საკუთარი ავატარი გამოჩნდება
    ტაკ შტო იჩქარე ;)
    მართლა
    სიამოვნებით წავიკითხავდი :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.