18

პოსტი, რომელიც არ ეხება ომს :)

Posted by piccolina on August 16, 2008 in Uncategorized |

საქართველოში არსებობს ასეთი “ნდობის ტელეფონი”. ეს არის რაღაც წიპა ფსიქოლოგიური დახმარების ტელეფონი და რომ დაურეკავ და რაღაცეებს ეპრუწკუნები დახმარება არ ვიცი, მარა მოგისმენენ მაინც :D
ხოდა მოკლედ მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით ეს ტელეფონი უფრო გააქტიურდება თუ რაღაც და აღმოჩნდა რომ საკმარისი ხალხი არ ყავთ და სჭირდებათ მოხალისეები (ისედაც მოხალისეებისგან შედგება ეგ) ხოდა მოკლედ ერთმა ნაცნობმა შემატყობინა რომ ასეო და არ გინდაო? მეთქი კაი, ნავხოთ… ხოდა მივედი დღეს…
ნუ… ცოტათი დავითრგუნე… ფსიქოლოგებს მე პირადად მონაზვნებად ვაღიარებ რა :D ნუ… თუ არადა დიდი განსხვავებაც არ არის :D თავის მოვლა და ცოტა მიმზიდველ ადამიანს დამსგავსებაზე ცოტაოდენ ზედმეტია ლაპარაკი. ცალკე თემაა კიდევ ზეციურად სწნარი ხმა, სლიშკამ მშვიდი გამომეტყველება და სლიშკამ მოზომილი რეაქციები :D
თუ ფსიქოლოგიით მართლა დაინტერესებული ფსიქოლოგები (აკა მოწიდებითა და განათლებით ფსიქოლოგები) ეგეთები არიან, გამოდის, რომ მე არ ვყოფილვარ ფსიქოლოგი და მამენტ შანსიც არ მაქვს :D
მამენტ მეუბნებოდა დოდკა მაგას მე, შენი HR უფრო ხარო და მამენტ მართალიცაა :D
ხო, კიდევ ცალკე აღსანიშნავია ფსიქოლოგების და მითუმეტეს ქალების და კიდევ მითუმეტეს ქართველების ფენომენი. მოკლედ, რა ხდება. თუ ამ ადამიანებს განათლება აქვთ მიღებული და თავიანთი ცხოვრების მანძილზე რამე მაინც გაუკეთებიათ ამ დარგში (თუნდაც წაუმუშავიათ) თავი გონიათ ზე მაგარი ტიპები და წიპა თბლიან რომ შეუძლიათ ყველას ზემოდა უყურონ და გამოთქმულ აზრში ჩაეჩრან  და თავიანთი კორექტივები შეიტანონ ან კიდევ გაუჩერებლად უქნიონ თავი (ნუ ეს იმის გამოჩენის მცდელობაა, რომ მათ ეს ყველაფერი იციან და დაჟე მათზე გამოცდილსაც შეუძლიათ შეედავონ (იმაში რაც არ იციან))
ერთი გამოთქმული აზრი მეჩვენა ძალიან სასაცილოდ :D “ფსიქოლოგიაში ცნება პაციენტი არ არსებობს, არსებობს კლიენტი. პაციენტი ავადმყოფის ასოციაციას იწვევს და ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგთან მიდის, უბრალოდ იმ მომენტში უჭირს და ეს დროებითია და…” … დანარჩენი კიდევ უარესი იყო და არ მახსოვს :givi: ესეიგი, ადამიანი, რომელიც ექიმთან მიდის ფიზიკური ტკივილის გამო პაციენტად არ უნდა ჩავთვალოთ იმიტომ რომ ეს ტკივილი დროებითია და მაინც გადაუვლის მერე :D:D:D და გამოდის რომ მარტო სასიკვდილოდ გამზადებული ადამიანია პაციენტი :D:D:D თქვენი არ ვიცი, მარა მე ძალიან გამეცინა ამაზე :D ხო, კიდევ ის, რომ სიტყვა პრობლემა არ უნდა ვიხმაროთ “კლიენტთან” იმიტომ რომ ეს რაღაც გამოუსწორებლის ასოციაციას იწვევს :D ამაზეც ძაან გამეცინა :D
მმმ… ისა რა ქვია… ძალიან გთხოვთ ეს პოსტი ცინიკურად ან რამე ეგეთად არ მიიღოთ, არც მიფიქრია მაგის გაკეთება, უბრალოდ ჩემი შთაბეჭდილებები და ემოციები გაგიზიარეთ ;)

18 Comments

  • k84u says:

    “პრობლემა” მართლა არ არის აუცილებელი იხმარო, რადგან ბევრი სხვა სიტყვა არსებობს ალტერნატიული და თან, ნამდვილად არ სიამოვნებთ…
    გარდა ამისა, ფსიქოლოგებთან რომ მიდიან, იმათ ფიზიკურად არაფერი ტკივათ.ერთადერთი შეიძლება ნევროზი ჰქონდეს, თუმცა ეგ ნევროზი სულაც არ არის არც ფსიქოლოგის სამკურნალო და არც ნევროპათოლოგის, ეგ არის ჩისტა ფსიქიატრის საქმე…თუმცა დღეს, სტომატოლოგმა რომ ამშობიაროს ქალი, აღარ მიკვირს, რადგან ფულის გაკეთების მიზნით რას აღარ აკეთებენ ექიმები…

    თუმცა სიტყვა “კლიენტი” მართლა ნიტოა…

  • piccolina says:

    @k84u – მამენტ მაგის თქვა არ მინდოდა
    ნევროზი თან ზუსტადაც ფსიქოლოგის საქმეა
    ნევროზიანს რომ ფსიქიატრმა უმკურნალოს ეგ იქნება ზუსტად ისეთი პონტი სტომატოლოგმა რომ ქალი ამშობიაროს
    და სიტყვა პრობლემაც არც ისე პრობლემატურია ხალხთან, იმიტომ რომ პრობლემა თავისთავად გადაუჭრელ რაღაცას არ ნიშნავს
    და ნევროზი btw არ არის ყველაზე უარესი
    ნევროზი ისეთი რაღაცაა ფსიქოლოგებთან, აი ექიმთან რომ სურდოზე მივიდნენ

    მგონი ეს პოსტი აქ არ უნდა გამეკეთებინა :D
    ისეთი რაღაცაა, ფსიქოლოგები რომ მიხვდებიან და იკაიფებენ :D

  • Erwin Rommel says:

    საღოლ მართა მაგარი პოსტი იყო, ბევრი მაქვს ეგეთ დებილობებზე ნაფიქრი და კარგადაც დაგიჭერია ბევრი მარაზმული მომენტი :D ისე საქართველოში სექს პა ტელეფონუს გარდა რამე ეგეთიც თუ არსებობდა არ მეგონა :)))) ზოგმა ”ფსიქოლოგმა” ძაან მაგრად იცის ისეთი ზე რჩევების მიცემა და რატომ ან რისთვის უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ეგ რჩევა, მაგდენს ვერ უხსნის :) მოკლედ მომეწონა

  • piccolina says:

    @Erwin Rommel – madloba :D blogi gagikeTebia :D dagamate chemtan da shenc damamate shentan ;)

  • dodka says:

    @ქეით – დამიჯერე, ფიზიკური ტკივილი სჯობს ბევრ ემოციურ ტკივილს და იმას, რის გამოც მიდიან ფსიქოლოგთან.

    @პიკო – შენ ხო მოგიყევი ერთ ბლოგზე წაკითხული ქართველი ფსიქოლოგის დასკვნა ადამიანებზე…

    ჰოდა მაგით ყველაფერია ნათქვამი :D

  • exidrid says:

    lolz klienti ara damkveTi kide….problemis gadachrisken pirveli nabiji problemis aRiarebaa. da tu amas problemasac ar edzaxi nu xo ravi… me mimushavia fsiqologtan nu arqiteqturis ambavshi ufro ferebis sakitxshi fsiqo logiur fiziologiur ambavshi… nu ravici fsiqoogis pacientoba chems tyavze ar gamomicdia tumca iyo dro roca und gamomecada :P

  • Erwin Rommel says:

    უბრალოდ ფსიქოლოგი იქნება ეს თუ ტერმინატორი, თუ ხალხთან მუშაობს უნდა შეეძლოს მისი პიროვნების გამოცნობა და ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა. ზოგი ისეთია თავის პრობლემას რომ დაანახებ, თავის თავზე იმუშავებს და გამოასწორებს, ზოგს კი თავისი პრობლემა ეგრე პირდაპირ რომ დაანახო პროტესტი გაუჩნდება, ზოგი ლოთობას დაიწყებს და მერე თავს მოიკლავს :))) ასე რომ ერთნაირ პრობლემას ყველა ადამიანში ერთნაირად ვერ გადაჭრი… მოკლედ მე ასე მჯერა
    @piccolina
    ოკ

  • k84u says:

    აი 100%–ით ვიცი, რომ ნევროზი არის ფსიქიატრის სამკურნალო და არა ფსიქოლოგის… :)
    თან + ამას ის, რომ ფსიქოლოგს არ შეუძლია წამლის დანიშვნა, რაც ნევროზისთვის საჭიროა…

    სხვა დანარჩენში გეთანხმები.

    @ dodka – ხო, ნუ ეგ კი ბაზარი არაა…
    აი თუნდაც მე მაგალითად, ემოციურ ტკივილს უფრო განვიცდი ხოლმე, ვიდრე ფიზიკურს.

  • piccolina says:

    @k84u – ქეთ, მაპატიე, მარა ეგ ძალიან დიდი სისულელეა და მეორედ ნუ გაიმეორებ :D
    ნევროზიანს რა ჯანდაბად უნდა წამლები? ნუ თუ ადამიანის დაავადება გინდა ხო
    მარა ისე ეგ მართლა იგივეა გინეკოლოგმა რომ თავის ტვინზე გააკეთოს ოპერაცია
    ფსიქიარტი საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქიკურ დარღვევას განაპირობებს ძირითადად სლიშკამ ძლიერი ემოცია (რაც ასევე იწვევს ქიმიურ ცვლილებებს) ან ქიმიური ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში
    ანუ რაღაცის მოზღვავებული ან ნაკლები დოზა, რაც ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს
    თუ ნევროზიანს სჭირდება ფსიქიატრი, მაშინ რა უნდა ვუყოთ დეპრესიიან ან ფობიიან ადამიანს? გამოდის საერთოდ არ ყოფილა საჭირო ფსიქოლოგი
    ასე რომ ჯერ გადააზუსტე რაზეც ლაპარაკობ, მართლა დიდი სისულელეა ეგ :2kiss:

  • Erwin Rommel says:

    @piccolina
    მაგათ ნომერს ვერ მომცემ? :)
    პ.ს. საერთოდ დამამშვიდებლების,საძილე საშუალებების და ეგეთი რაღაცეების გამოყენება ჩემი აზრით ძალიან უნდა შეიზღუდოს, ანუ იმას კი არ ვამბობ, რომ აკრძალონ და უბრალო დამამშვიდებელიც რეცეპტით გაიყიდოს, უბრალოდ თვითონ პიროვნებამ არ უნდა მიიღოს თუ ძაან აუცილებელი არაა

  • piccolina says:

    @Erwin Rommel – მართალი ხარ :)
    წარმოიდგინე, ერთ ბავშვს ველაპარაკებოდი და მხოლოდ იმის გამო, რომ გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული ნევროზები აწუხებდა ექიმები წამლებს აყლაპებდნენ
    და იასნა არავის მოსვლია აზრად, რომ ნორმალურ ფსიქოლოგთან მიეყვანა :D
    ნომერი თუ გინდა მართლა მოგცემ :D

  • Erwin Rommel says:

    ვინ ასმევდა წამლებს ექიმები? თუ მშობლები? :O არადა ეგეთ წამლებს ზოგს ფიზიკური მიჩვევა არ ახასიათებს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეჩვევა ადამიანი როგორც მარიხუანას, თანაც ფიზიკურ დამოკიდებულებაზე რთული და მტკინვეულია მოშორება
    მინდა ნომერი მაშ :) მაინტერესებს ვინ არიან

  • piccolina says:

    @Erwin Rommel – არა, ფსიქოტროპულებს ტენიდნენ როგორც მახსოვს
    იმენნა მიჩვევადებს
    ექიმი ხო
    გენიოსი ექიმი
    982171 ეს არის მგონი ნომერი
    თან ეგენი ისინი არიან
    მე რომ გარდატეხის ასაკი მქონდა დედაჩემმა გინდა თუ არა დარეკეო, ჭედავო შენო. მეც დავიჯერე რომ ვჭედავდი და დავურეკე და ვიღაც ნუნუკამ მითხრა, შენი აქუა როა ჯგუფი იციო? მაგათი გოგო გათხოვდაო
    გამოვსლევდი :D

  • Erwin Rommel says:

    ეგეთი გენიოსი ექიმი კი უნდა ჩაკეტო სადმე ბნელ ოთახში… :D
    lol :)))) ბიჯოოს კიდევ კარგი არაა ძაან ცნობილი და პოპულარული ეგ სერვისი თორემ… (ან პოპულარულია და მე ჩამოვრჩი ცხოვრებას)

  • Erwin Rommel says:

    მადლობ პიკო :) საიტიც ქონიათ და მთელი ამბები… თურმე უმეტესად მოხალისეებისგან შედგება

  • piccolina says:

    @Erwin Rommel – xo, moxaliseebis meti rom aravinaa imitom aqvt kai servisi :D

  • Erwin Rommel says:

    ძველი ლათინები ამბობდნენ, არ დაიჯეროთ რომ ჭედავო მააშ :D

  • k84u says:

    ხო, კარგი. აღარ ვაპირებ ამ თემაზე კამათს.
    რადგან შენ მაინც შენსას დაამტკიცებ და მე მაინც ჩემსას. :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.