3

ორგაზმის რეფლექსი

Posted by piccolina on December 23, 2008 in Uncategorized |

ახლა ვმეცადინეობდი ხვალისთვის
გეშტალტ თერაპიის ლექცია მაქვს და რაღაცეები მქონდა წასაკითხი (3ის ნახევარი ზუსტად საამისო დროა givi.gif )
ნუ ეს ლექცია თავისი არსით ძალიან მიზიდავს
ანუ რაღაცეები აქვს სწორი, მარა ეს ფსიქოანალიზისეური მიდგომები არ მომწონს რა
წიპა ვიღაცამ თუ გაღიმებისას ტუჩის მარცხენა კუთხე უფრო აწია, ესეიგი მას სექსუალური მიდრეკილებები აქვს მარცხენა მხარეს, ან სხეულის მარჯვენა მხარეს არ წყალობს ან რაღაც ეგეთი
თუ ფეხი ფეხზე გადაიდო, აუცილებლად ჩაკეტილია და ეგრევე გამოირიცხება ის ვარიანტი, რომ იმ ადამიანს შეიძლება ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული, ან ეფსია, ან უბრალოდ მოსახერხებელია მისთვის ასე biggrin.gif
თუ თქვა “უნდა” ზნაჩეტ ბავშვობაში ნამდვილად დედიკო რაღაცეებს აძალებდა და ასე შემდეგ ნუ
ხოდა ახლა ვემზადებოდი ხვალინდელი სემინარისთვის და ძალიან საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე
არსებობს ეგეთი ორგაზმის რეფლექსი თურმე (ძალიან საინტერესოა თვითონ როგორ ახსნიდნენ რომ მოვლენას მაინცდამაინც ორგაზმის და არა რამე სხვა რეფლექსი ქვია)
და რა ხდება ამ დროს
ნუ როდესაც ადამიანი, ასე ვთქვათ, შინაგანად ორად არის გახლეჩილი, შინაგანი კონფლიქტი აქვს ეს ორგაზმის რეფლექსი არის თურმე კარგი და რატომ
როცა ადამიანი განიცდის რაიმე მძაფრ სიამოვნებას (მაგალითად ორგაზმს, ან რამე ეგეთს), ან აკეთებს რაიმე მოქმედებას, რაც მის სხეულს ერთ მთლიან მოძრაობაში მოიყვანოს (ამაში ითვლება ცემინების რეფლექსიც) ის თავს აღიქვამს ერთ მთლიანობად, სხეულის ერთიანობას განიცდის. წიპა თავს განიცდის ერთ შეკრულ პიროვნებად (ეს ფიზიკურ ინტეგრაციას განაპირობებს) და ამის შედეგად უფრო ნათლად და მკაფიოდ განიცდის თავის სურვილებს და გრძნობებს
ამის შედეგად დროებით ქრება ურთიერთდაპირისპირება (შინაგანი ურთიერთდაპირისპირება ანუ). მანამდე ადამიანს შინაგანი კონფლიქტი რომ ქონდა და წიპა გაორებული იყო შინაგანად თუ რაღაც ეგეთი ამის მერე დროებით ისევ ერთი მთლიანი ხდება და ის შინაგანი კონფლიქტები აღარ აწუხებს biggrin.gif
ნუ ამ საკითხის მართალ-მცდარობაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მეც ჩემი შეხედულებები მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და აქ ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს (თან მეზარება 3 ხდება უკვე)
ყოველ შემთხვევაში, ნევროტიკებზე რომ ამბობენ სექსი სჭირდებათო მართალი გამოდის (ნუ იმ შემთხვევაში თუ ეს ნევროზი შინაგანი კონფლიქტით არის გამოწვეული)

Tags: , , , , , ,

3 Comments

  • bigcrow says:

    გეშტალტ თერაპია – რაღაც გერმანულ პარნუხასავით ჟღერს…

  • nikoloz says:

    არა რაღაც დეტალები არის დამოკიდებული ქცევებზე აი მაგალითად თუ სადმე საღამოზე ან დაბადების დღეზე ან წვეულებაზე გოგო ცალკე ზის და არ ცეკვავს ან არ ერთობა მიზეზი მდგომარეობს იმაში რომ ყველზე ძლიერ იგი ითხოვ ყურადღებას და ყველაზე მაგრად ის ეძებს პარტნიორს და საერთოდ კაცისთვის სახეზე შიშნარევი ქალი უფრო მომხიბვლელია ვიდრე მხიარული. ანუ იყო ექსპერიმენტი ქალი რომელიც არიგებდა ოფისის ტელეფონის ნომრებს თავიდან დააყენეს ქუჩაში და ორმოცდაათ გამვლელ მამაკაცს შესთავაზა მოცემული ნომერი და სთხოვა მის ოფისში დაერეკათ… ამ 50დან ტელეფონის ნომერი გამოართვა მხოლოდ 7დმა გამვლელმა დანარჩენმა უბრალოდ მადლობა გადაუხადა. შემდეგ ეს ქალი დააყენეს სადღაც გასართობ პარკში ძალიან მაღალ ბეწვის ხიდზე სადაც გადახედვაცკი საშიში იყო ამ ამ ხიდზე გამოიარა 50მა მამაკაცმა და ყველა მათგანმა ტელეფონიც გამოართვა და საუბარიც გაუბა რადგან მათთვის ასეთ სიტუაციაში მყოფი ქალი მეტად მომხიბვლელი გამოჩნდა. და საერთოდაც თავიდან როდესაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთს გაიცნობენ ინსტიქტურად საუბრის დროს ცქერა ხდება მხოლოდ თვალებში და მხოლოდ 2–3 საათის შემდეგ მოსაუბრე აფიქსირებს სახის სხვა ნაქვთებს და ორგანოებს დეტალებში ანუ ცხვირს , პირს თმებს და ა.შ. ეს ხდება მაშინ როდესაც რაღაც დოზით საკმარის დონეზე ხდება გაცნობა ერთმანეთის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.