0

ნაგავს ნუ დაყრით

Posted by piccolina on April 27, 2008 in art idea |

სულ მესმის ეს ფრაზა… საიდანღაც… შიგნიდან…
“ნუ დაყრი ნაგავს”
არადა უცნაურია… ნაგავს ნაგვის ურნის გარდა არსად ვყრი…
და მაინც… “ნაგავს ნუ დაყრი”
არ ვყრი, ბატონო!…
“ყრი!”
არადა არაფერს არ ვყრი…
მაქსიმუმ ძველი ან მტკივნეული მოგონებები გადავყარო..
“აი, ხომ გეუბნებოდი, ყრი…”
ეს არ ითვლება… რატომ არ უნდა გადავყარო ის, რაც აღარ მჭირდება,  ან ის რისი გახსენებაც მტკენს? ესეიგი არაფერს არ ვაშავებ… თანაც არაფერს არ ვანაგვიანებ smile.gif
“მე მანაგვიანებ”
ჰმ… ნეტა ეს ვინაა?
“მე შენზე მეტად მტკენს ეგ ნაგავი…”
რა ხდება ნეტა?
“მე შენი გადაყრილი მოგონებების და შეგრძნებების კონტეინერი ვარ… არ იცოდი ჩემი არსებობის შესახებ ხო? ხოდა ახლა იცი … შენი გადაყრილი ნაგავი არ იკარგება, ჩემთან იყრება და 10მაგად უფრო მტკივნეულია ეს ორივესთვის… ნუ ფიქრობ რომ ნაგავი შენ აღარ გტკენს: თვითონაც ხომ გრძნობ როგორ გღრღნის ყოველ დღე შიგნიდან…
ნუ დაყრი ნაგავს…”
არა… ვერაფერი გავიგე… მე ხომ იმას ვივიწყებ, მე თავიდან ვიცილებ ტკივილს… მე ეს ნაგავი აღარ მჭირდება…
“გჭირდება… გჭირდება იმაში რომ არ დაგავიწყდე ვინ ხარ, რომ რომ მოერიო ტკივილს, რომ განვითარდე… როგორც არ უნდა დამალო ნაგავი, ის მაინც აყროლდება… ჯობია მოერიო და შენთვის ნეიტრალური გახადო…
ნაგავს ნუ დაყრი!”
ჰმ… მგონი მესმის… ამას რაღაც ქვეცნობიერს თუ არაცნობიერს თუ რაღაცას ეძახიან ის გენიოსები, აი ფსიქოლოგები რომ ქვიათ…
“ზედმეტს ფიქრობ… რაც ახლა გესმის ის შენი ხმაა… მე ცალკე არსება არ ვარ…
უბრალოდ დავინდოთ ერთმანეთი და ნაგავს ნუღა დაყრი…”
ხო, აი ახალი რაღაც უნდა ვისწავლო ახლა : როგორ არ გადავყარო ნაგავი ჩემი ტვინიდან…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.