მონანიება

ძალიან მიყვარს დისკუსიები, იმიტომ რომ ხშირად დგება ისეთი საკითხი, რაზეც მეიბი არც მიფიქრია და ვიწყებ იმაზე ფიქრს და მოდის იდეები…
რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში ჩემმა ჯგუფელმა გააკეთე პრეზენტაცია მონანიების თერაპიულ ეფექტზე… ხოდა იასნა იქ წავიდა ლაპარაკი გარჩევის დროს რომ აი ადამიანი რომ ინანიებს და აი ღმერთის წინაშე ის მართლა ინანიებს და ა.შ… ხოდა მერე კიდევ აი ალტრუისტული მონანიება და ეგოისტური მონანიებაო ი ტ.დ…
ხოდა ამათ მსგავს აზრებზე მაშინვე ამენთო “აზროვნების ნათურა”.
სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ ვერ გავიგე რას ნიშნავს ალტრუისტული მონანიება, ანუ ადამიანი რომ ინანიებს რამეს ყველა ვარიანტში ინანიებს იმიტომ რომ თვითონ გამოჩნდეს კაი როჟა, თორე მაგისი მონანიებისგან სხვა უკეთ ვერ გახდება biggrin.gif
ანუ გავიგეთ, რომ მონანიება მხოლოდ ეგოისტურია.
ახლა მეორე საკითხი დადგა, რატომ ინანიებს ადამიანი… ნუ იქ იასნა წავიდა მოსაზრებები, რომ აი ადამიანი რომ აშავებს და ხვდება რომ აშავებს თავს უკეთ გრძნობს როდესაც წიპა “განიტვირთება” ამ ცოდვისგან თუ წიპა რომ მიეტევაბა (ვითომ მოსძვრება ის ცოდვა)… ანუ ეს როდესაც მოინანიებს ადამიანის ან ღმერთის წინაშე (თვითონ წყვეტს ადამიანი).
ჯერ აქ გასარკვევია რატომ უშვებს “შეცდომას” ან “ცოდვას” (ან როგორც გინდათ დაუძახეთ) ადამიანი. ანუ მან ხომ იდეაში იცის რომ რასაც გააკეთებს არასწორია. მაშინ რატომ აკეთებს, თუ მაინც მერე უნდა ინანოს და პატიება ითხოვოს.
ანუ იმას ვამბობ, რომ ადამიანი როცა რაღაცას “აშავებს” თვითონ ამ საქციელს სულაც არ თვლის დანაშაულად, ინაჩე არც მოიქცეოდა ასე ხო? მაშინ რატომღა ინანიებს, თუ თავს დამნაშავედ არ თვლის? იმიტომ რომ სოციუმისგან არ გაირიყოს. ანუ თავისი თავისთვის ის არაა დამნაშავე, მარა სოციუმი მას დამნაშავედ მიიჩნევს. რჩება ერთი გზა ადამიანს, უნდა თქვას ხალხის წინაშე, რომ ძალიან შეცდა, რომ ასე არ უნდა ექნა, ან არ უნდოდა და ტრალა პალა… მოკლედ ინანიებს ისევ იმისთვის რომ კაი ტიპი გამოჩნდეს… ეს რომ ვთქვი დაიწყეს ჯგუფელებმა მერე რო აი, ღმერთთან რო ინანიებსო… მამენტ დიდი განსხვავება არაა ხო? ღმერთთანაც იმიტომ ინანიებს რომ ღმერთის თვალში კაი ტიპი გამოჩნდეს, რომ აი ღმერთი მერე იფიქრებს რომ ეს კაი კაცია და შევუშვებ სამოთხეშიო. ნუ…. ის ცალკე საკითხია კიდევ მორწმუნეებისთვის რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და უფრო გულმოდგინედ ინანიებეს …
ხო, აქ ჩემი ლექტორი გამოვიდა დაჟე: ანუ აფექტის დროს, სიმთვრალის დროს და ა.შ. ადამიანს აწუხებს დანაშაულის გრძნობაო და მანდ მონანიების ფაქტები ბევრია მანდო… მამენტ, არც აქ არის დიდი განსხვავება, მაგ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს იმას, რაც სურს მის ქვეცნობიერს, თუ არაცნობიერს, ანუ რეალურად გამოდის რომ მაგ დროსაც რასაც აკეთებს ადამიანი, აკეთებს იმიტომ რომ ასე უნდა biggrin.gif
ვოტ
just გაგიზიარეთ ერთ-ერთი “აზროვნების ნათურის” ანთების დღე biggrin.gif
p.s. ამ თემაში იდი და სუპერ ეგოს კონფლიქტის ამბავი განგებ არ განვიხილე, შორს წავიდოდით ძაან biggrin.gif

No related posts.

Related posts brought to you by Yet Another Related Posts Plugin.

4 Comments

  • By iversonNo Gravatar, March 25, 2008 @ 9:39 pm

    ვა ეს ყველაფერი საყვარელიძესთან ხო? :))

    ხო ნუ რავი ხო შეიძლება რო წიპა როცა აშავებდა მაშინ ვერ ხვდებოდა რომ აშავებდა. ნუ მერე რო ნახა შედეგი “უი თურმე ცუდი რაღაც გავაკეთე..” და უჩნდება მონანიების სურვილი რომ წიპა გამოასწოროს საქციელი თუ რაღაც.

    ჰმმმ :tan:

  • By piccolinaNo Gravatar, March 25, 2008 @ 9:43 pm

    ხო, მაგრამ დაშავების მომენტში ხომ არ იყო ეს ცუდი და აკეთებდა იმიტომ რომ საჭიროდ თვლიდა… ბლინ ცუდად ვარ

  • By dodkaNo Gravatar, April 9, 2008 @ 10:16 pm

    შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ფსიქოლოგები, რომლებიც ღმერთს ურევენ საკუტარ მსჯელობებში, და ზოგადად მორწმუნე ფსიქოლოგები, ექიმები და ფიზიკოსები – ჩემში არ იწვევენ ნდობას. ))

    ხოდა რისი ტქმა მიდოდა, ვეთანხმები მე შენს აზრთა მიმდინარეობას ))

  • By iasamaniNo Gravatar, April 10, 2008 @ 6:51 am

    დოდ, არ ხარ სუბიექტური, მართლა არ შეიძლება ყველაფრის რელიგიამდე მიყვანა…
    ესენი კიდევ იატაკზე რომ გქონდეს თემა იქაც იპოვიან ღმერთის როლს და დისკუსიას ამ მიმართულებით წაიყვანენ :D
    ეტა ჟე ტუპა…

Other Links to this Post

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a comment

WordPress Themes