მე ლამაზი მეგობარი მყავდა
ხო, მყავდა მეგობარი… ქეთი… გავიცანი სამსახურში, როდესაც სტაჟიორად ავიყვანეთ… იყო ძალიან საყვარე
ლი, ლამაზი და ჭკვიანი იყო, რაც მთავარია… და შემიყვარდა სხვა სტაჟიორებზე მეტად, ვემეგობრებოდი, ვუყვებოდით ერთმანეთს რაღაც ამბებს, ვუზიარებდით გამოცდილებებს… მერე გადაწყვიტა რომ ჩვენთან ვერ დარჩებოდა, იმიტომ რომ ეგ საქმე არ აინტერესებდა და წავიდა…. მერე ხანდახან მოდიოდა და ყველას გვიხაროდა, იმიტომ რომ ყველას გვიყვარდა ქეთი. და სულ მინდოდა რომ ხშირად მენახა რომბევრი მეაბშენია მასთან…. ყავდა ორი შვილი და ქმარი და თავისი ოჯახი ერჩივნა ყველაფერს… ბევრს მიყვებოდა თავის ქმარზე, იმაზე თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი…
“მე ლამაზი მეგობარი მყავდა
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით…
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები…”
ხო, მტრედმა ფრთები მოუტანა ქეთის და ეს მე დღეს გავიგე… ქეთი გაფრინდა, დაგვტოვა ქეთიმ… აღარ გაიღიმებს ახლა, ვეღარც გვნახავს… ვეღარ ვეაბშენიები “ამქვეყნიურ ამაოებაზე” … ლამაზი ქეთი გაფრინდა და ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ ფრთები საკუთარმა ქმარმა მოუტანა, რომელიც ძალიან უყვარდა და რომელზე ამბებსაც აღფრთოვანებით მიყვებოდა…
ახლა აღარ მყავს ლამაზი მეგობარი და ის ფაქტი რომ ქეთის სული სადღაც არსებობს სულაც არ არის შვება არც ჩემთვის, არც მისი პატარა შვილებისთვის… არც არავისთვის…

ვაიმე… რა სევდიანი ამბავია :(((
და ქმარმა როგორ???
:((((
საშინელებაა… :(
როგორ მოუტანა ქმარმა ფრთები?
ძალიან განვიცადე.
როგორ და მოკლა ქმარმა
თავისი ხელით
მაშინ, როცა ბავშვებს ეძინათ