თოვლში


საღამო მოვიდა უკვე, გარეთ ცივა… თოვს კიდევაც, აი, ფანჯრიდან დავინახე_ერთი ფიფქი, მერე მეორე, მესამე…. ჯერ ოდნავ შესამჩნევად ცვივა ფანტელები… გვერდით მიზიხარ და ეწევი. როგორც ყოველთვის ამქვეყნიურ ამაოებაზე ჩაფიქრებული… რა სასაცილოა :) ხანდახან გადმომხედავ, გამიღიმებ, მაგრამ თვალები ისევ ისეთი სევდიანი გაქვს… შენ ხომ არასოდეს დამტოვებ? ხომ მეჯდები აქ, გვერდით, ისევ ხომ მოწევ ჩუმად სიგარეტს? თუ გინდა, გავისეირნოთ, ღამით, სიბნელეში… თან ამ დროს გარეთ არავინაა და თან თოვას იწყებს… წამოდი რა. ისევ სიგარეტი გიდევს პირში, მეც ვეწევი და ერთად ვსეირნობთ… რა ლამაზია სამყარო ზედმეტი ხალხის გარეშე გარშემო… არა, ერთი კოცნა არ მეყოფა, კიდევ მაკოცე რა, კიდევ… არა, კოცნის ღორი არ ვარ, უბრალოდ მიყვარხარ… თავზე დაგათოვა, რა სასაცილო ხარ: გაწუწული, სველი თმით, აწითლებული ცხვირით :) მეც ეგეთი სასაცილო ვარ ახლა, მაგრამ სახლში ასვლა მაინც არ გვინდა, არ გვცივა როცა ერთად ვართ :) ხომ არ დამტოვებ?

No related posts.

Related posts brought to you by Yet Another Related Posts Plugin.

4 Comments

  • By iron butterflywww.tiko.web-log.nl, December 22, 2006 @ 6:22 pm

    sweet :user: სევდიანია ძალიან, ცოტა გაამხიარულე რა “ის”, შენი მოგონილი

  • By piccolina, December 23, 2006 @ 7:46 am

    ვა, რა სტუმარი მყოლია ბლოგზე :) მადლობ, აი ვილ ტრაი :) kiss

  • By Anonymous, December 25, 2006 @ 8:52 pm

    თოვლი ყოველთვის თეთრი არ არის …

  • By piccolina, December 26, 2006 @ 7:26 am

    ვიცი, მაგრამ იმ ღამეს მგონი თეთრი იყო :)

Other Links to this Post

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a comment

WordPress Themes