0
მატყუარა
Posted by piccolina on February 12, 2007 in იასამნის ბოდვები | ∞
.
ამაღამ ისევ მნახავ
და მომიყვები
როგორ მწარედ მატყუებდი წუხელ.
მე ისევ ხელს გკრავ
მეწყინება და ავტირდები
მერე ისევ მოხვალ
და შემირიგდები
და დამპირდები, რომ მეტს აღარ იზამ
და მერე ისევ გაგრძელდება
ტყუილების უსასრულო ღამე
და ისევ უსასრულოდ გამიჭირდება ამის ატანა
მაგრამ ისევ დაგაჯერებ, რომ მჯერა
შენ კი გააგრძელებ
ყოველ სიტყვაში და ქცევაში
ჩემს მოტყუებას.
დილას ისევ ტყუილით გამაღვიძებ
და ტყუილით გამაცილებ.
და მერე, ღამით, ისევ მოხვალ
და მომიყვები როგორ მწარედ მატყუებდი წუხელ
