კეთილისა და ბოროტის ბრძოლა ფილმებში

Posted by piccolina on February 8, 2009 in Uncategorized |

წორნინგ: პოსტი გრძელია შეგიძლიათ მთლიანად არ წაიკითხოთ, ან საერთოდ არ წაიკითხოთ )))

ამ ბოლო დროს დავაკვირდი და ფილმებში კეთილისა და ბოროტის ბრძოლა ძალიან უსამართლოდ არის წარმოდგენილი. ჯერ ვაფშე რა კრიტერიუმებით ადგენენ კეთილებს (წიპა პერსონაჟები, რომლებიც კაი ტიპების როლში არიან)

აი ავიღოთ მაგალითად ჯეიმს ბონდი. wtf !! ეს გამოყლევებული ბონდი დადგება და ვინც წინ შემთხვევით ხვდება ყველას ხოცავს. თან რა მეთოდებით? ტან ვიღაცა ადუღებულ რაღაცაში ჩააგდო, თევზებს აჭამა, გრძელი ძელი შეურჭო, მაღალი ძაბმის მავთულებს ჩაახუტა… რას გავს ეს? და ეს ბონდი არის კაი ტიპის როლში და ყველა მაყულებელი მაგას გულშემატკივრობს, რომ კარგად მოკლას მტერი. თან ძველ სერიებში ბევრად უფრო მეტი სისასტიკეა. მერე კიდევ სტარიჩოკები იტყვიან აი თანამედროვე ფილმებში იმდენი ძალადობააო. სადაა ახლა მაგდენი ძალადობა ნაჩვენები, მაგათ დროს რომ იყო :გივი: არადა რომ დაფიქრდე ვინ დღნავს მაგ ბონდს რომ დგას და ხოცავს ყველას, ანუ რეალურად ეგ არის ცუდი ტიპი. ხალხი თავისთვის ფუსფუსებს, საქმეს აკეთებენ, ეს კიდევ უნდა ჩაეჩრას რა მაინცდამაინც და დახოცოს ამდენი ხალხი და ბოლოს ვიღაცაც აუცილებლად უნდა მიადღნას.

ავიღოთ ლავ სტორი ფილმები. მანდ ვაფშე საშინლად არის საქმე. დავიწყოთ თინეიჯერული ფილმებიდან, სადაც მოქმედება სკოლაში მიდის. აუცილებლად არის ვიღაც ლუზერი გოგო და ციღაც სკოლის კრასავიცა და ამ კრასავიცას ბოიფრენდი, რომელზეც ყველა ეცემა. მარა ეს ტიპი იმ გოგოსთან არის. ნუ დაიმსახურა იმ გოგომ და შეეცით. ლამაზია, მასწავლებლებს უყვართ, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს… მოკლედ კაი გოგოა, იმსახურებს მოწონებას, უკანონოს არაფერს აკეთებს თან. მერე რა რომ იმ დაბოღმილ ლუზერს არ ეკონტაქტება, მარტო იმიტომ რომ არც ჩანს ის ლუზერი. ხოდა დგება ეს ლუზერი, ამ გოგოს ახევს შეყვარებულს და ფილმის გმირი ხდება. არადა იმ კრასავიცამ რა დააშავა, იყო კარგად თავის ბოიფრენდთან, მოეთრა ეს დაბოღმილი ლუზერი და აახია კაცი. და ამხელა უსამართლობას ასწავლიან ბავშვებს.

ნუ ცოტა მოზრდილებში კიდევ ლუზერ-კრასავიცების ბრძოლა არ არის. სამაგიეროდ არის ქალი, რომელიც გაიცნობს ვიღაც კაცს, იცის რომ ის ცოლიანია ან ქალი ყავს და მაინც ეფლირტავება. აი ვინ დღნავს რო ეფლირტავება. ქალი ყავს ხო? რას გადაეკიდა. და ბოლოს ეს ქალი კაი როჟა გამოდის მარტო იმიტომ რომ ვიღაც კაცი იმ საწყალ ქალს დააშორა (არადა საწყალი, ვინ იცის როგორ განიცდის) და თვითონ დაითრია მაგარი კაცი. არადა მერე მაგას რომ მოექცეს ვიღაცა და იგივე კაცი აახიოს ოოო, ეგ ცუდია, ეგ არ შეიძლება.

განვიხილოთ თუნდაც სერიალები. ეს დაბოღმილი ხალხი ერთმანეთს ემტერება და რაღაცეებს უჩალიჩებენ. მარა რატომღაც იმისი გაჩალიჩებული, ვინც კეთილ როჟად არის გამოყვანილი, კარგ საქმედ ითვლება. არადა უარეს ბოროტებას აკეთებს ამ დროს და სამართლოდ იქცევა.

კიდევ ეერთი მაგალითია ძაააალიან საყვარელი და ”უწყინარი” მულტფილმი ტიმი და ჯერი. ნუ ამაზე კომენტარიც ზედმეტია მგონი. აი რას აშავებს ის საწყალი ტომი :უსერ: და ეს მავნე ჯერი ცხოვრებას უმწარებს საწყალ კატას.

ანუ საბოლოოდ გამოდის რომ ყველა მხარე ცუდი როჟაა. ის დაზარალებული იმიტომ, რომ ფილმი გატენის მაგ აზრს, ის მეორე, ვითომ კარგი, იმიტომ რომ ბოროტ რაღაცეებს აკეთებს. არადა წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ ”ბოროტების” ადგილას. აი ხარ ადამიანი, აკეთებ შენთვის საქმეს, ნუ სიტყვაზე პურს აცხობ, ქარხანა გაქვს და ვიღაცას ეს არ მოწონს და მოდის და შენც გკლავს, ოჯახსაც გიხოცავს და უდანაშაულო თანამშრომლებსაც. აი რატომ ხო? შენ ხომ შენთვის საქმეს აკეთებდი. ან კიდევ ხარ ლამაზი ქალი (ან კაცი, მარა ძირითადად ქალები ვერ იყოფენ ფილმებში კაცებს), გყავს შენტვის შეყვარებული/ქმარი და მოდის ვიღაცა დაბოღმილი მეორე ქალი, რომელიც შენზეა დაბოღმილი იმიტომ რომ მასზე ლამაზი და წარმატებული ხარ და კაცს გახევს. არადა რა დააშავე, შენთვის იყავი, მშვიდად გყავდა კაცი, არავის აწუხებდი… ხოდა ეგეთ ბოროტებას ასწავლიან ხალხს ფილმებით და მე ამას ვაპროტესტებ

Tags: , , , , , , ,

6 Comments

  • სურათს დავაკომენტარებ .
    მაგრად არ მიყვარს თაგვი, მაგრად არ მიყვარს კურდღელი და საშინლად მაღიზიანბს ორი თაგვი მეგობარი ლეოპოლდს რომ სიცოცხლეს უმწარებენ. (ეს ლეოპოლდიც რომ შტერია ეგ სხვა საკითხია კიდიე)

    ასეთი მულტფილმების იდეა საკმაოდ cruel არის. ანუ პატარა ბავშივ იდენტიფიკაციას ახდებს პატარასთან და სუსტთან ანუ ამ შემთვევაში თაგვთან, კურდღელთან და ა.შ. რომელთაც შეულიათ აჩვენონ უფრო დიდს ანუ მშობლის და უფროსის პროტოტიპს, რომ მატც შეუძიათ შეწინაამღდეგება და შებრძოლება. საკუთარი თვალით მავქს ნანახი ჩემი ბიძაშვილის ბიჭი ყველაფერს იმეორებდა რასაც ჯერი აკეთებდა. აგიჟებდა თავის მშობლებს.

  • piccolina says:

    @Pink Panthere – ხო, ჩემი დდეიდაშვილის ბავშვიც ეგრე ბაძავს ))))

  • lilian says:

    looooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooool

    muuuuuuhhhhhhhhhhhhhahahaaaaaaaaaaaa

  • Dv0rsky says:

    ამას წინათ ვფიქრობდი და მაგრად ვიკაიფე ეს პოსტი რომ წავიკითხე :)

    კაროჩე, დაახლოებით ასეთი დასკვნა გამოვიტანე – ჯულია რობერტსის Pretty Woman ბოზობის პროპაგანდაა :)

    და ყველა მსგავსი ფილმი – სადაც ლუზერი ქალები ვიღაც ტიპებს დაითრევენ (სხვებს ახევენ)

    კინემატოგრაფი რყვნის. ამერიკული კინემატოგრაფი.

  • piccolina says:

    @Dv0rsky – დიახ, მაგას ვამბობ მეც ))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
Desk Mess Mirrored version 1.9.1 theme from BuyNowShop.com.