იასამნის ბოდვები
ისევ ბრუნდება, ისევ მოდის და მაგიჟებს აზრები
ისევ არ მტოვებს მარტო
და მაბრუებს
და მათრობს
და მაშინებს
და ვეღარც ვხვდები უსასრულო ტანჯვაში ვარ თუ ნეტარებაში
და ბრუნდება
და არ მტოვებს
და მაიძულებს ისევ ვიჩურჩულო იასამნისფერი ბოდვები…
და ხელს მკიდევს
და თვალს ვხუჭავ
და უკვე მაკანკალებს
და ახლა ბედნიერი ვარ მის თბილ მკლავებში, მის გულისცემას ყურებით ვისმენ
და ვჩურჩულებ
და ვბოდავ
და ვგიჟდები
და ნეტარების თრთოლვა გადადის ტანჯვის კანკალში
და მგონია რომ აწი სულ ასე იქნება
და მეშინია
და ვიშლები
და უფრო ვეხვევი და უფრო არ ვუშვებ ხელიდან
და მიყურებს
და შტერდება
და მკოცნის
და მეფერება თბილი ხელებით
და გონს მოვდივარ
და ვხვდები, რომ მასთან უბედური ვერ ვიქნები
და ბედნიერება უმისოდ არ მოვა
და ვეხვევი
და ვეკვრები
და ვჩურჩულებ იასამნისფრად ბოდვებს


ამას ქვია რომანტიკისთვის თავდადებულობა :D
სილამაზეა და სინაზეა ამ სტრიქონებში შემჩნეული