0

თქვენი ანდერძი

Posted by piccolina on February 9, 2009 in Uncategorized |

ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს პოსტი. მერე რამდენჯერმე წავშალე და თავიდან დავწერე. მერე ის თავიდან დაწერილიც წავშალე. რამდენჯერმე გადავიფიქრე დაწერა იმიტომ რომ სულელური თემაა ჩემი აზრით )) მარა მაინც რაღაც მიტიკინებდა შიგნიდან და კიდევ ერთხელ დავწერე

ფორუმზე იყო ეგეთი თემა_თქვენი ანდერძი

აი რომ კვდებოდეთო თუ რაღაც ვის რას დაუტოვებდითო და დაფიქრებაც არ დამჭირდა, ისეც ვიცი რომ არაფერი მაქვს ისეთი, რაც შემიძლია რომ ვინმეს დავუტოვო. ფასეული არ მაქვს არაფერი და უფასური ხო მითუმეტეს ვის რა ჯანდაბად უნდა ))) ტიპა ჩემი პასვორდები, ან ნაქარგები, ან ნაძერწები… ამ ბევრი რაღაცა მაქვს მე თვითონ ამეებში და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, მარა სვისთვის ხო არაფერს არ წარმოადგენს და რა ჯანდაბად უნდა რომ დავუტოვო. ხოდა გამოვიდა რომ ანდერძს ვერ დავწერ, იმიტომ რომ საანდერძოც არაფერი მაქვს )))

მარა მერე გამახსენდა ერთი რაღაცა. ვერცხლის ბეჭედი მაქვს, რომელსაც თითიდან არ ვიხსნი. რეზიმ (ჩემმა მეგობარმა) მაჩუქა ალბათ 3 წლის წინ. ან მე თვითონ ვიჩუქე. ეს ბეჭედი რეზისთვისაც ძალიან ძვირფასი იყო, ისიც არ იხსნიდა, მარა შეელია როგორღაც. ხოდა ეს ბეჭედი მინდა რომ ვინის ქონდეს. ალბათ არც ერთ თითზე არ ჩაეტევა და მამენტ ტარებითაც თავს არ მოიკლავს, მარა, მე მინდა რომ მაგისგან მქონდეს რაღაცა, მისი ნაწილი, რაც სულ ჩემთან ერთად იქნება და ვიფიქრე რომ შეიძლება მასაც უნდოდეს. ხოდა ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაწილია (3 წელია სულ თან ვატარებ და ჩემი ნაწილია უკვე).

აი ბეჭედი, 2 წლის წინანდელი სურათია. თითებიც ჩემია (მანიკური არ შეიმჩნიოთ), ზედ ბეჭედიც და ფონად რომ ვარდისფერი მაიკაა ისიც ))

copy-of-dsci0164

მაპატიეთ, არც ისეთი ლამაზი თითები მაქვს )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.