და იცოცხლებ სულ…
და იფეთქებს აგრესია
და ვიტყვი, რომ მეყო კეთილი, გაღიმებული გოგონას თამაში
და ავიღებ ხელში დანას და ზურგში დაგარტყამ
პირდაპირ გულის გასწვრივ
ისე, რომ არც ერთი მილიმეტრი არ შემეშლება….
და მერე გასიამოვნებ სიკვდილში სიცოცხლით
მერე, ოდესმე, ერთხელ გაგახსენდება ჩემი ტუჩების გემო
მაშინ, როცა საკოცნად გაშავებული ქალიღა დაგხვდება
მერე, კიდევ ოდესმე იქნება კიდევ ერთი მე
და
მერე, კიდევ ოდესმე
კიდევ ერთი შენ
კიდევ ერთხელ დაამარცხებს
კიდევ ერთ მე-ს
და მერე, კიდევ სხვა “ოდესმე”-ში
კიდევ ერთი ღამე დაგექცევა თავზე
გაშავებული ქალის
გაშავებულ ტუჩებს
რომ შეხედავ…

