დაწყვევლილი სახლი
ისევ აქ ვარ, ამ დაწყევლილ და ჩაბნელებულ სახლში… ვინ იცის რამდენი წელია რაც დგას ასე უჩუმრად და დგას. ეს ჩამოშლილი კედლები, დაჟანგული, მოწყენილი სახურავი და ჩაშავებული ფანჯრები_ყველაფერი დაწყევლილია. აქ მოგონებებიც დაწყევლილნი არიან. აქ მიცვალებულთა ლანდები დაძრწიან მოუსვენრად დღედაღამ. აქ, ამ სახლში გარდაიცვალა ჩემი წინაპარი… მარტო, სულ მარტო… აქ ვცხოვრობ მეც, ამ სახლის მოგონებათა კოშმარში. აქედან, სწორედ აქედან მდევნიან სიძველით დაჟანგული აჩრდილები, ლანდები. არავის უნდა ჩემი აქ დარჩენა, არც მე მინდა დარჩენა და მაინც აქ ვარ. ბნელ ღამეებს ამ სახლში ვათენებ. ცრემლებით ვეგებები ყოველ განთიადს, რადგან არც ერთ ლანდ სურს ჩემი აქ ყოფნა. მოდიან, მაგდებენ, მდევნიან და თან უკან მომდევენ. აქ ყველაფერი საშინელია, რადგან თვით სახლი, თავის ძველ, ბნელ, ხმელ მოგონებებთან ერთად წყევლის ყველას და ყველაფერს ირგვლივ. ამ სახლში, მხოლოდ გვერდით ბინაში მოკვდა ჩემი მეზობელი, მოხუცი ლილი. რამდენიმე დღის განმავლობაში მისი გიჟი შვილი ჩაიდნით ხან ცხელ წყალს ასხამდა, ხან ცივს, ხან ცხელს, ხან ცივს… მეორე შვილი კი, “სრულ ჭკუაზე მყოფი” წყნარად იდგა და უყურებდა. იმათი ლანდებიც მდევნიან_ლილისი და მისი შვილის, რომელმაც დედის დასაფლავებამდე ჩამოიხრჩო თავი. ისინიც სახლმა დაწყევლა, მათ კი სახლს შემატეს წყევლა… მოდიან, განუწყვეტლივ მოდიან შავი აზრები და შავი აჩრდილები ჩუმად მაკვირდებიან სიშავიდან

1 Comment
pikulinka gamarjrjola magaria ….
vigrzeni…..
ai sagol!!!