გმადლობ, საკმარისია
ალბათ ეს ყველაზე ფრაივით პოსტია რაც კი ბლოგზე გამიკეთებია. თავიდან მინდოდა დაპრივატება, მაგრამ არ ვიცი, მინდა რომ ჩანდეს…
ყველმ იცის ალბათ, ვინც ბლოგს კითხულობდა, რომ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა. ნუ მივეცი თავს უფლება რომ შემყვარებოდა. არანაირი STOP ნიშანი, მივყვებოდი იქამდე, სადამდეც შემიყვანდა, ტუნდაც დავმხრჩვალიყავი, ძალიან მეკიდა უკვე, მიყვარდა უკვე ძალიან და იმიტომ.
რამდენჯერმე იმედი გამიცრუვდა, რამდენჯერმე ძალიან მატკინა, მარამ პირველივე სიტყვებზე ”ნიიიინ, კარგი რა” ან ”ნიიინ, დამირეკე” ყველაფერი ქრებოდა და ისევ მივყვებოდი. და მიყვარდა ძალიან, ყველა გარშემომყოფზე მეტად, ჩემსსაკუთარ თავზე მეტად. ყველაფერს რასაც ვაკეთებდი იმაზე ფიქრით ვაკეთებდი. ვიძინებდი და ვიღვიძებდი იმაზე ფიქრით. მიხაროდა რომ მქონდა ადამიანური გრძნობები და თვითონაც პირველად ვგრძნობდი თავს ადამიანად.
პირველად გამიჩნდა სურვილი ჩემი ცხოვრებისგან რეალურად გამეკეთებინა რაღაცა, რომ ვყოფილიყავი უკეთესი, მეკეთებინა ყველაფერი უკეთესად და მაგ პერიოდში მართლა შეიძლებოდა რაღაცას დამსგავსებოდა ჩემი ცხოვრება
არ ვიცი რატომ შემიყვარდა ასე ძალიან. შეიძლება იმიტომ რომ ბოლომდე ხელმისაწვდომი არასოდეს იყო, ან ყველასგან განსხვავდებოდა, გრძნობებსაც ყველაზე განსხვავებულად გამოხატავდა და ყველაზე განსხვავებულად ვუყვარდი (თუ ვუყვარდი საერთოდ ოდესმე)
მაგრამ მგონი დამთავრდა. იცოდა რომ მეტკინებოდა, მაგრამ მატკინა.
ერტხელ ისიც ვთხოვე, გამოცდების პერიოდში არ ქნათქო. ზუსტად გამოცდების დაწყებამდე ქნა… ჩავაფლავებ ყველა გამოცდას. ჩამეშლება ყველა მიზანი… მაგრამ რას ვერჩი. ეს მე თვითონ მინდოდა
მინდოდა რომ მეგრძნო რომ ადამიანი ვარ და ახლა წუწუნის უფლება აღარ მაქვს. მაგრამ მივიღე უკვე რაც მინდოდა და მადლობა, საკმარისია. მეტი აღარ მინდა. ვეღარც იქნება მეტი, იმისნაირს მეტს ვეღარ ვიპოვი
და ეს პოსტი აქ არ უნდა იყოს, ძალიან პირადულია, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე რომ არ მეთქვა
ვიცი, ახლა ისევ რომ მოვიდეს ისევ დავიკიდებ ყვლაფერს და ისევ სულელი ბავშვივით წავყვები იმიტომ რომ ისევ მიყვარს და ისევ მტკივა მაგის გამო..

ჰმ.. ძალიან ნაცნობია ემოცია, როდესაც მზად ხარ ქვეყნის დასალიერამდე სდიო, ოღონდ დასჭირდე..
Крепись… ))
p.s. სულ არაფერ შუაშია, მაგრამ პირველად გავიგე შენი ნამდვილი სახელი ). მაინც რას გვიშვება ეს ინტერნეტი.
piko isa, xez arc araferi. ra mtavaria xom gqonda roca gqonda da roca gindoda xoda nu gadaayoleb axla ar qonas sxva yvelafers mixede gamocdebs
@CheshireCat – იუ არ ნოტ ზე ონლი ვან )))
ძალიან ცოტამ იცის რა მქვია
იცოდა ტო ესტ აქამდე
პ.ს. მადლობა გაიზ )))
არ იტირო მისთვის რაც დამთავრდა
გაიღიმე მისთვის რაც იყო..
be happy : ))
აუჰ..ადვილი სათქმელია არ იტირო, be happy- აი ამეების შანსი არაა. სანამ ტირილით არ დაიღლება, მაინც იტირებს.შეკავებას ვაბშე აზრი არც აქვს : ) .. აი მე ძალიან ვიცი შეყვარება და შეტოპვა. სულ ორჯერ მიყვარდა. ის პირველი იმით დამთავრდა, რომ აესე უბრალოდ ადგა და მიმატოვა და კარგა ხანს ვერ გამოვედი სტრესიდან. მეორედ შესაყვარებლად დრო დამჭირდა, მაგრამ იმაზე ძალიან შემიყვარდა , ვიდრე ის პირველი..ხოდა არც უკან დასახევ გზას ვიტოვებ..ვაბშეტა ეს დღეები ცოტა დავიძაბეთ მე და მამაშენი [:D] და აი კანკალ ბილ..ვერც ვსწავლობდი,ვერც მეძინა,უაზრო გავხდი, არადა არაფერი სერიოზული არ იყო.ხოდა მერე მივხვდი ,რამე რომ იყოს და ესეც ადგეს და აესე უბრალოდ მიმატოვოს რა მომივა საერთოდ :D ეგრე არ შეიძლება შეტოპვა რა მართლა..
და “მგონი დამთავრდა” ნიშნავს, რომ ბოლომდე არ გგონია, რომ დამთავრდა. როგორც წესი ამას უნდა გრძნობდე.ამიტომ, თუ გგონია, რომ არ დამთავრდა, პირველი ნაბიჯი შენ ქენი, თუ ეს ბედნიერს გაგხდის ისევ.ხოდა თუ შეიგნებს ხო კაი, თუარადა უკვე მართლა ვსო : )
რამდენი ვწერე თურმე o.O
მადლობა გაიზ
ყველა ისე რომ მამხნევებს როგორც შეუძლია
და სფეშალ მადლობა LadyCrowს
წიპა ვიგრძენი რომ მარტო არ ვარ თინის კომენტით :2კისს:
au qaliyvo magari qalia dedasvficavar , :shurissmile: rogor umartlebs zogierts bliaz!!
@lilian – ხუ იუ მინ?
ვერ მივხვდი ვიზე თქვი ))
@ piccolina
:2კისს: იგრძენი და ეგრეცაა ..
@ lilian
ვაიჰ … მადლობა ეი :ლოვე:
p.s. მე მიგულისხმა ქალოჰ,ქალიყვო ვინ იქნება თუ არა მე :D
@LadyCrow – მე, რა თქმა უნდა ბრმა ვარ და ნორმალურად ვერ წავიკითხე ))))
Good job, good job…
You’ll get over this! ; )
ra nacnobi situaciaaa…
chemi dacerili mgonia (blush) :)