2

გავაკეთე ! ! !

Posted by piccolina on February 10, 2009 in Uncategorized |

გუშინ გავაკეთე, ცხელი შოკოლადი, აი ცხელი შოკოლადის რეცეპტის პოსტში რომ ვკითხულობდი რეცეპტებს და 2 მე ტვიტონაც რომ დავდე. მეორე რეცეპტის მიხედვით გავაკეთე, ოღონდ ნაღები არ დამიმატებია, ყიდვა ვერ მოვასწარი და მგონი მაგიტომ ისეთი soft არ გამოვიდა, როგორსაც ველოდი. ჩემმა მეგობარმა დაიწუნა, ძაან ტკბილიაო, მგონი ჩემმა დამაც მაგ მიზეზით არ დალია (((არადა მე მომეწონა.

გამიტყდა რომ არ მოეწონათ და არავინ იცით უფრო მსუბუქი ცხელი შოკოლადის რეცეპტი?

2 Comments

  • მე ვარ მოყვარული ცხელი შოკოლადის. აქ კაფეებში რასაც ცხელ შოკოლადს ეძხიან სინამდვილეში კაკაოა, ამიტომ თავად დავიწყე გაკეთება. რეცეპტი არის ასეთი:
    100 გრ, შავ შოკოლადს დაადნობ ორთქლის აბაზანაზე, თან დაამატებ ასე 1-2 ს.კ რძეს დაკარგად აურევ, სმეტანასავით მასა რომ გამოვიდეს.
    იმავდროულად მეორე ჭურჭელში აადუღებ 250 მლ. რძეს , რომ ადუღდება ნელ ნელა ჩაასხავ დამდნარ შოკოლადში და კააარგად მოურევ. დაამათებ შაქარს გემოვნებით. ესაა და ეს. უი, თუ გინდა რამე არომატი ქონდეს მაშჳნ ჩაამატე 1ს.კ რომი, ან ამარეტო.

  • piccolina says:

    @Pink Panthere – ააა როგორ გამიხარდა იცი ეგ რეცეპტი? აუცილებლად ვცდი და შედეგებსაც დავწერ, როგორ მომეწონება )))
    დიდი მადლობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.