ბექა დაბრუნდა
ბექაზე ადრეც დავწერე 2 პოსტი ( he’s coming online :D და ბექა ისევ ცუდად არის :( ). გადახედვა თუ გეზარებათ მოკლედ გეტყვიტ, რომ ავარიაში მოყვა და საკმაოდ მძიმედ იყო, არავის ეგონა საერტოდ თუ გამოძვრებოდა და მიტუმეტეს ოცნებებშიც კი რთული წარმოსადგენი იყო მისი ასე მალე გამოჯანმრთელება… მაგრამ შეძლო და გამოვიდა, ახლა უკვე სახლშია და ვარჯიშობს და მასაჟებს უკეთებენ მალე რომ გამოჯანმრთელდეს ))) დღეს ვიყავით მოსანახულებლად. მართლა აღფრთოვანებული ვარ მაგ ბავშვით, საღოლ, ბექ :* ადამიანი, რომლის გადარჩენის იმედიც პირველ დღეებში ექიმებს არ ჰქონდათ, კომიდან დაახლოებით თვენახევარში გამოვიდა და 2 თვის თავზე უკვე სახლშია და გამოსაჯანმრთელებლად ვარჯიშობს.
მართალია, არ ახსოვს, რა მოხდა. უთხრეს დაეცი, თავი დაარტყი და რამდენიმე დღე უგონოდ იყავიო, თუმცა ხვდება რომ მძიმედ იყო. ძნელი მისახვედრი არც არის ასეთ მდგომარეობაში. რამდენადაც ერთადერთი დაცემის ფაქტი ბავშვობიდან გაიხსენა, ამას დაუკავშირა და ახლა ყვება როგორ დაეჯახა თავით ბოჩოლას ფეხბურთის თამაშისას, მაგრამ ვერ იხსენებს ან ფეხბურტზე რა უნდოდა, ან ვისთან ერთად ტამაშობდა… მართალი რომ ვთქვა მე დამალვის აზრს ვერ ვხვდები ))
კარგა ხანს ვიჯექით მასთან ოთახში მე და სოფი (სოფი შეყვარებულია, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს, 1 წამითაც ვერ ელევა :) ). სულ გამომკითხა რა ხდება ახალი, როგორ ხარო. შეამჩნია რომ სათვალე შევიცვალე და ძველის ფორმა და ფერიც გაიხსენა. მოკლედ ყველაფერი არაჩვეულებრივად ახსოვს და ახალ ინფორმაიასაც ძალიან კარგად იმახსოვრებს. საშინლად არის გაზარმაცებული. 2 თვე უმოძრაოდ იყო და კუნტები მოუდუნდა სულ და რამდენადაც მათ ისევ ფორმაში მოსაყვანად დიდი ძალისხმევა უნდა, ძალიან ეზარება )) საჭმლის ჭამაც არ უნდა, იმიტომ რომ ღეჭვა ეზარება, იმიტომ რომ ყბის კუნთებიც, რა თქმა უნდა, მოდუნეული აქვს ))) დღეს პირველი რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. თურმე ფეხზე დადგომის ეშინოდა (კუნტებიც მოდუნებული ქონდა და თქვბრუც ეხვეოდა). სახეზე ეტყობა, რომ დასუსტებულია. თავი ჯერ კიდევ გადაპარსული აქვს, შესვლისთანავე, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ვუთხარი, გიხდებათქო, მარა არ დამიჯერა, წუწუნებდა მამხნევებ მაგიტიო )) მერე დედამისმაც დაუდასტურა, გიხდება, სახე გამოგიჩნდაო და მოისვენა მერე ))) არადა მართლა უხდება, ნუ გრძელი უფრო უხდება, მარა ესეც უხდება (ყველაფერი უხდება და რა ვქნა).
მოკლედ ემოციებით დატვირთული მოვედი, ბედნიერი ვარ ))) გაკრეჭილი რომ ვიჯექი იქ სოფის ეუბნებოდა, შეხედე, შეხედე როგორ დამცინისო ))) რამდენჯერმე მომიწია ახსნა, რომ მისი ასეთ კაი ვიდზე ნახვა მიხაროდა და იმიტომ ვიკრიჭებოდი. პირბადით რომ შევედი გამეკაიფა კიდევაც ექთანს გავხარო ))) ძალიან საყვარელია, საღოლ მართლა, ასეთი სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ძალიან ცოტაა.
პამატიეთ, თუ ძალიან არეული და გაუგებარი პოსტია, ძალიან ბევრი ემოცია მაქვს ახლა და თან ყველაფრის დაწერა ერთად მინდა (ამის გამო შეიძლება ბევრი რაღაცის დაწერა გამომრჩა კიდევაც)

5 Comments
au :love:
mixaria me dzalian rom kargadaa ukve : ) yvela rogor nerviulobda rom maxsovs ..
me ar vicnob, magram ai tqven ro eset dgeshi iyavit mivxvdi rom dzalian dzalian sayvarelia :yes:
me ratom ar mitxari rom cavxedi
:@ vso agar mevasebi :@
tfu bliad ra
@lilian – სუკა, შუა ფორუმზე დაწერა მარიმ მივდივართო და შეხვედრის ადგილი და მე და შენ გაგვაბოლდა და არ ნახე?
ნუ ნეხთ თაიმ წამოი შენ )))
ver vnaxe shch ar shemovsulvar forumze blia
:@
uuuuuuuu sms ver gamoushvi iobana
da isa damalvaze zaaaan avkrife mara nu bliad ar messmis egeti marazmebi
@piko, liliani
დამალვას მეც ვერ ჩავწვდი,რ ა იმბეცილიზმია? კამუ ატ ეტავა ლეგჩე?