0

აფეთქება, ანუ დაგვბომბეს

Posted by piccolina on August 11, 2008 in Uncategorized |

ნუ… ისეთი არაფერი… ოთოს ველაპარაკებოდი და ტელეფონი გაითიშა და რომ გადავურეკე ახლა უნდა მომეწერაო და ეტყობა კომპთან რომ მივიდა ფორუმზე ნახა ინფო ბათუმის დაბომბვაზე და რომ გადავურეკე ეგრევე მიტხრა ახლა უნდა მომეწერა ბათუმი დაბომბესო…
უკვე მეძინებოდა, მეთქი ფორუმზე აღარ შევიხედავ და დავწექი (ნახევრად ჩაცმული, იმიტომ რომ ეს დღეები დედაჩემი მეჩხუბებოდა, გახდილს რატომ გძინავსო lol ) და მესმოდა ეს თვითმფრინავების ხმები, მარა მეთქი ალბათ ბათუმის პონტში აწიოკდნენთქო… ხოდა ნახევარი საათის ჩაძინებული ვიყავი აფეთქების ხმა რომ გავიგე
მივხვდი რომ საშიში არ იყო, ძლიერი არ იყო ხმა=ახლოსაც არ იყო…
იასნა ეგრევე წამოვხტით და პირველი ფორუმი მოვინახულე
აი ასეთ დროს ფორუმი აუცილებელია
არ ვიცი ხალხის ნაწერი იყო მართლა სასაცილო, თუ ჩვენ გვჭორდა ნერვიული სიცილი… მოკლედ გავიგუდეთ კომენტარებზე
ჩვენ ანუ რამდენიმე ფორუმელი და ჩემი ოჯახი
ეს ამბები რომ ჩაივლის აუცილებლად დავივლი ამ დროის თემებს და მარგალიტებს ამოვყრი :)
ხო, დაბომბვას რაც შეეხება, ამ დროინდელი ინფოთი ხალხი არ დაზიანებულა
და კიდევ მადლობა ფორუმს რომ დაგვეხმარა ამ დროს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Copyright © 2006-2012 Lilac Dreams All rights reserved.
This site is using the Desk Mess Mirrored theme, v2.0.2, from BuyNowShop.com.