არ ვიცი, რა ვქნა

დღეს ბებია ცუდად გახდა… არადა როგორ ვთხოვდი, მარტო როცა ვიქნები სახლში მაშინ არ გახდეთქო ცუდად… არა, რას ვერჩი, დილიდანვე ცუდად იყო თურმე… კომაში იყო, მე კიდევ მეგონა რომ ეძინა და ჩუმად დავდიოდი რომ არ გამეღვიძებინა, ვიფიქრე ღამით არ ეძინა და დავაცდი გამოძინებასთქო… რა სასაცილოა ბლინ… მერე ვიფიქრე, გავაღვიძებ, ალბათ ეშიებათქო. ამ დროს უკვე 4 იყო, ან მეტი… სახლში მარტო ვიყავი და მივედი და დავუძახე და ხმა არ გამცა… არადა ყოველ გავლაზე ვაკვირდებოდი, ხომ სუნთქავსთქო… კი, სუნთქავდა, ფაქტიურად მძინარე იყო ჩემნაირი გამოუცდელი ადამიანისთვის… არადა დაჩურჩულებაზეც მპასუხობდა… კიდევ დავუძახე, მერე კიდე, კიდევ ხმამაღლა… უკვე მივხვდი, რაღაც კარგი არ ხდებოდა, მივედი და იდნავ შევანჯღრიე და კიდევ დავუძახე_ რეაქცია=0 :( კიდევ უფრო მაგრად შევანჯღრიე, კიდევ დავუძახე უფრო ხმამაღლა… მერე კიდევ და ბოლოს ვყვიროდი და თან ცრემლებით ვიხრჩობოდი… არადა როგორ ვეხვეწებოდი ასე არ მომქცეოდა… ხომ იცოდა როგორ მეშინოდა… აზრზე არ ვიყავი რა უნდა მექნა… თან სადღაც ვრეკავდი, თან ვანჯღრევდი, თან ვეძახდი და თან ცრემლები მკლავდა…
ხო, კომაშია ახლა… საავადმყოფოში
გამოსვლის იმედი აღარ მაქვს
მაგრამ ძალიან მინდა რომ ბევრი არ იწვალოს
თვითონ არ უნდოდა ბევრი რომ ეწვალა
ძალიან დაბნეული ვარ
უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვქნა

No related posts.

Related posts brought to you by Yet Another Related Posts Plugin.

4 Comments

  • By iversonNo Gravatar, March 25, 2008 @ 9:55 pm

    vax blin :(

    ნუ დაიძაბები იმაზე ნერვიულობთ რომ თითქოს უნდა ქნა და არ იცი რა ქნა.
    თუ რამე იქნება შენგან საჭირო, ამას მარტივად შეიტყობ.
    ასეთ სიტუაციებში ვფორიაქდებით ხოლმე რომ რამე არასწორად არ ვქნა. ან ვთქვათ რამის გაკეთება შემიძლია და დროულად ვერ მივხვდი.
    ამით მხოლოდ უფრო ვიგრუზებით.

    შენ ძლიერი გოგო ხარ და ბებიაც კარგად იქნება. საიქიოში თუ სააქაოში.

    გკოცნი!!

    Be Strong!!

  • By megunaNo Gravatar, April 18, 2008 @ 2:31 pm

    zalian kargad mesmis sheni. bebiachemi, romelic 31 agvistos gardaicvala, gulit avadmyofi iyo da zalian xshirad iyo xolme cudad, gansakutrebit gardacvalebamde bolo tveebi :( yvelaze metad imaze damwyda guli, rom 30 agvistos qalaqidan wavedi erti kvirit dasasveneblad, radganac bebias mdgomareoba gaumjobesebuli iyo da ar movelodi, rom meore dges ase uceb wavidoda… mis gverdit ar viyavi, rodesac gardaicvala da amis gamo vnanob. arada, rogor unda mcodnoda, ra moxdeboda meore dges :(

    sheni bebia rogoraa? tu gardaicvala, mashin viziareb. mesmis, ra grznobaa. tu uketaa, didxans sicocxles vusurveb!

  • By utvinoNo Gravatar, April 18, 2008 @ 5:55 pm

    ძალიან მესმის შენი ამ პოსტის თუ რაცაააა
    არ ვისურვებდი მაგ მდგომარეობაში აღმოჩენას, მაგრამ მასეთ მომენტებში ხვდები ზუსტად რომ უსაზღვროდ ძლიერი პიროვნება ხარ

  • By iasamaniNo Gravatar, April 18, 2008 @ 6:41 pm

    მეგუნა, გარდაიცვალა უკვე
    კიარადა მეორე დღესვე
    არ ვიცი რომელია უარესი, როცა გარდაცვალების დროს გვერდით არ ხარ, თუ როდესაც მარტო ხარ სახლში, როდესაც აღმოაჩენ რომ ვეღარ გადარჩება … და რომ ვერაფერს გააკეთებ მისთვის…

    უტვინო, რაღაც პონტში მართალი ხარ..
    ანუ 2 კვირის წინ რომ ეგ გეთქვა ალბათ გეტყოდი, რომ არ ხარ მართალი, იმიტომ რომ ძალიან უმწეოდ ვგრძნობდი თავს…
    მარა ახლა ვხვდები რომ მართლა ძლიერი ვარ, იმიტომ რომ შემიძლია ეს ამბავი გადავიტანო და თან არ გავგიჟდე :)
    რავი… მეიბი ჯერ კიდევ არაადექვატური ვარ…

Other Links to this Post

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a comment

WordPress Themes