არავის უთქვამს, ადვილი იქნებაო, მაგრამ…
არ ვიცი…
არ დამითვლია რამდენი ხანია, რაც პასტა არ ამიღია ხელში…
არც ის მახსოვს ბოლოს როდის დავტკბი აკრძალული ხილის სიტკბოთი
არ მახსოვს… მაგრამ მის სიტკბოს ახლაც ვგრძნობ ტუჩებზე…
მე მგონი ოდესღაც ვიღაცა მიყვარდა
თუმცა ვერც ამას ვიტყვი დაზუსტებით
ხანდახან მგონია, რომ ჩემი შურისძიების სურვილი ისევე მათბობს, როგორც სხვებს სიყვარული
თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა…
ძველ მოგონებებს ვქექავ…
ძველი მე მომწონს
ძველ მეს კიდევ თავისი წარსული მე უფრო მოსწონდა
და კიდევ მომავალი… ანუ ის მე, რომელიც ახლა ვარ…
ყოველთვის მეჩქარებოდა
ოღონდ წარმოდგენაც არ მაქვს სად
ახლაც მეჩქარება
და როგორც ყოველთვის მაინც ვერაფერს ვასწრებ ![]()
იმან მითხრა კარგიაო, იზრდებიო…
მე ვუთხარი მტკივამეთქი
იმან მითხრა, არავის უთქვამს რომ ადვილი იქნებოდაო
გილოცავო
კარგად გამოგდისო
წარმატებით იღებ ადამიანის სახესო
მე ვუთხარი მეშინიათქო
იმან მითხრა ნორმალურიაო, უნდა გეშინოდესო
მერე ვუთხარი….
ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი
და ცრემლიან თვალებზე შემომხედა
და მითხრა შენ ყველაზე სუსტი ხარო
და ყველაზე ძლიერიო
და კიდევ მითხრა
არავის უთქვამს რომ იოლი იქნებოდაო
ჩემო მეგობაროო
და გამიღიმა
მეც გავუღიმე
და წამოვედი
და ვიქექები ისევ ძველ ნაწერებში
ლექსებში
დავიწყებულ ისტორიებში
ადრე ნაჩუქარ წერილებში
ლექსებში
სიყვარულში
კანფეტებში
ყვავილებში
მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა ![]()
მერე ისევ წინ მივდივარ
ისვ ვჩქარობ
მერე ფეხს წამოვკრავ ისევ სადღაც
ვჩერდები, მტკივა, ცრემლი მერევა
მინდა ვიკივლო
წამით მინდება, ვინმე ადგომაში დამეხმაროს
მერე მახსენდება, რომ ეს უკვე ათასჯერ მაინც გამიკეთებია
და ჩემითაც შემიძლია ადგომა და გზის გაგრძელება
მერე ხანდახან უკან ვიხედები, ვაკვირდები, რას შევეჯახე,
რატომ ვერ შევამჩნიე
და მერე მეცინება
ის, რაც ცოტა ხნის წინ უზარმაზარი ლოდი იყო, რომლის გამოც დავეცი, შორიდან უკვე პატარა კენჭად ჩანს…
გააგრძელე, ჩემო მეგობარო, მაგრამ ნელა… და დიდი ლოდების ნუ შეგეშინდება
გეტკინება, მაგრამ გაგივლის
არავის უთქვამს რომ ადვილი იქნებოდა
თანაც შენ ეს კარგად გამოგდის…

5 Comments
nobody said it is easy..
no one ever said it would be so hard..
so let’s go back to the start..
ბოლო ფრაზა ნაკლებად ეხება.
მაგრამ ეს სიმღერა გამახსენდა.
“არავის უთქვამს რომ ადვილი იქნებოდა
თანაც შენ ეს კარგად გამოგდის…”
:bis:
wow kruta!!!!
ra magra wer e..
jer marto shens gamo unda aRdges artidea.
dodka, :janjRar: :janjRar:
:user:
madlob xalx
@iverson – ti nastaiaSi drug, iver :2kiss:
woooow